logo
ENG



ანიტა რაჭველიშვილი: მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! "საქართველოისტი" ვარ

26 მარ 202110:24
3 წუთის საკითხავი
 
ანიტა რაჭველიშვილი: მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! "საქართველოისტი" ვარ

ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია წერილს ავრცელებს. რაჭველიშვილი ამბობს, რომ "არავისტია", ემიჯნება ძველ და ახალ ხელისუფლებებს. ამასთან, იმეორებს, რომ თეა წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და მისი მმართველობის პერიოდში საქართველოს სცენაზე არ დადგება. 

იგი, ასევე წერს, რომ პოლიტიკაში არ წავა და არც მისი ფეისბუქპოსტებია პოლიტიკაში ჩარევა.

"უსამართლობასთან, დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, უბრალოდ 9 წელი სად იყავიო ტროლები რომ მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ის 9 წელი ჯერ სტუდენტი ვიყავი და მერე ახალი დამწყები მომღერალი. ყველაფერს ვაპროტესტებდი მაშინაც, მინისტრების გულავს ხალხის ხარჯზე, უსამართლობას, მკვლელობებს, დარბევებს და ყველა იმ მარაზმს და კრიმინალს რასაც წინამორბედი მთავრობა აკეთებდა, თუმცა ვაფასებდი ყველა მათ გაკეთებულ დიდ საქმესა, იმ ფაქტსაც რომ ქვეყანა წყვდიადიდან გამოიყვანეს და იქამდე მიგვაქანებდნენ განვითარებისკენ სანამ არ დაავიწყდათ ვისთვის აკეთებდნენ ამ ყველაფერს. [...]

ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოში ყველას გვაქვს აზრი რეალურ დროში მომხდარ რეალურ მოვლენებზე და ამ აზრის გამოხატვის უფლება მეც მაქვს, გინდათ დამეთანხმეთ და გინდათ შემეწინააღმდეგეთ. მე არასდროს არ წავალ პოლიტიკაში რადგან მე ხელოვანი ვარ, ხელოვანი რომელსაც უყვარს სიგიჟემდე თავისი ქვეყანა და ხალხი და ყოველთვის იბრძოლებს თავისი ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე.

.ს წულუკიანს და მის კრიმინალ კოლეგებს ბოდიშებს არ ვუხდი ამით! ისევ ისე მიმაჩნია რომ წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და ამ კრიმინალური მთავრობის ადგილია ციხეში. ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე, სანამ ეს ძალიან არაჰუმანური ქალბატონი მართავს ჩემს სფეროს! წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან! [...]

მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! "საქართველოისტი" ვარ და იცით რატომ? იმიტომ რომ ის იქნება ჩემთვის ღირსეული, ვინც ჩვენზე და ქვეყანაზე იზრუნებს..." - წერს ანიტა რაჭველიშვილი


close დახურვა